„გენდერული სამართლიანობიდან მდგრადი მშვიდობისკენ: 25-წლიანი ხედვა“
2025 წლის 12-13 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სოფიო რუსეცკიმ მონაწილეობა მიიღო ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე „გენდერული სამართლიანობიდან მდგრადი მშვიდობისკენ - 25 წლიანი ხედვა“. კონფერენცია სარაევოში (ბოსნია ჰერცოგოვინაში) ჩატარდა.
მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ქალმა მშვიდობის მშენებლებმა.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის წინ წამოწევა. დისკუსიები ფოკუსირებული იყო სამშვიდობო პროცესებში ქალთა ლიდერობის გაძლიერებაზე, კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაზე, ქალების უსაფრთხოების კონვენციის განხორციელების გაუმჯობესებაზე დაფინანსებისა და პარტნიორობის გზით.
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სოფიო რუსეცკიმ სიტყვით გამოსვლისას მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ინსტრუმენტზე. ისაუბრა ქვეყანაში დევნილი და კონფლიქტით შედეგად დაზარალებულ ქალებისა და გოგოების უფლებრივ მდგომარეობაზე. ქალების ჩართულობაზე ყველა დონეზე, განსაკუთრებული აქცენტით მშვიდობის მშენებლობის პროცესებში.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ბოსნია და ჰერცეგოვინის ადამიანის უფლებათა და ლტოლვილთა სამინისტროსა და გაეროს მიერ, გაეროს გენერალური მდივნის მშვიდობის მშენებლობის ფონდისა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
Photo: UN Women BiH/Denis Ruvić & InesLučić