სახალხო დამცველი „რუსთავი2-ის“ დირექტორს და ჟურნალისტებს შეხვდა
2019 წლის 26 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე „ტელეკომპანია რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორს პაატა სალიას, ასევე ტელევიზიის ჟურნალისტებს შეხვდნენ.
არხის ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა კრიტიკული მედიის სარედაქციო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.