კომუნიკაცია თხელიძის ჯგუფის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ
2024 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა კომუნიკაცია თხელიძის ჯგუფის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიმდინარეობის შესახებ.
დოკუმენტი პასუხობს თხელიძის ჯგუფის საქმეების აღსრულების შესახებ მინისტრთა კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილებას, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმებს და აფასებს გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის მიღებულ ზოგად ღონისძიებებს.