საქართველოს სახალხო დამცველი აძლიერებს თანამშრომლობას ევროპის საბჭოსთან
2025 წლის 8-10 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში, ევროპის საბჭოში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მათ შესაძლებლობა მიეცათ, უშუალოდ შეხვედროდნენ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითად სტრუქტურებს, გაეზიარებინათ ერთმანეთის გამოცდილება და განესაზღვრათ თანამშრომლობის ახალი მიმართულებები.
საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც ქვეყნის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში.
სამი დღის განმავლობაში დელეგაციამ შეხვედრები გამართა სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან, ადამიანის უფლებათა კომისართან, ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესთან და სხვა მნიშვნელოვან სტრუქტურებთან. განხილვის მთავარი საკითხები შეეხებოდა შრომით უფლებებს, ჯანდაცვას, განათლებას, გარემოსდაცვით სამართლიანობას და მოწყვლადი ჯგუფების - ბავშვების, ქალების, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას.
ვიზიტმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს საშუალება მისცა, კიდევ უფრო გაეღრმავებინათ კომპეტენცია სოციალური და ეკონომიკური უფლებების მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე, გაეძლიერებინათ თანამშრომლობა ევროპელ პარტნიორებთან. ევროპის საბჭოს ინსტიტუტებთან გამოცდილების გაზიარება სახალხო დამცველის აპარატს დაეხმარება უფრო ეფექტიანად უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში და ხელი შეუწყოს ქვეყნის დაახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან.
აღნიშნული ინიციატივა ნათლად უსვამს ხაზს საქართველოს სახალხო დამცველისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ ძალისხმევას, უზრუნველყონ სოციალური უფლებების ეფექტიანი დაცვა ყველასთვის, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის.“
სასწავლო ვიზიტი ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის„სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვისევროპის საბჭოს 2024-2027წწ სამოქმედო გეგმისნაწილს.