სიახლეები

სახალხო დამცველი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

2025 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოში საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩს ოლივიე კურტოსშეხვდნენ.

შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ელჩს სახალხო დამცველის აპარატის მანდატი, საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. ასევე, განიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა და სამომავლო თანამშრომლობაზეშეთანხმდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)