Equinet-ის ლიდერთა შეკრებაზე თანასწორობის ორგანოთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს
2025 წლის 8-9 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ პალერმოში (იტალია) გამართულ თანასწორობის ორგანოთა ევროპული ქსელის (Equinet) ლიდერთა ჰაბის შეკრებაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელების წინაშე არსებული გამოწვევები და საფრთხეები განიხილეს.
ღონისძიება Equinet-ისა და იტალიის რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ოფისის (UNAR) ორგანიზებით გაიმართა.