ანგარიშები

სპეციალური ანგარიში „ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელება“

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, შეიმუშავა სპეციალური ანგარიში „ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელება“.

დოკუმენტი წარმოაჩენს ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობისა და არასრულწლოვნის მშობლისგან განცალკევების საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, სამართლებრივი რეგულირებისა და პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს. მათ შორის, ბავშვის მშობელთან ურთიერთობის დროული აღდგენის, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების, არასრულწლოვნის მშობლისგან განცალკევების, არასრულწლოვნების ოჯახში რეინტეგრაციისა და ამ მხრივ ბავშვებისა და მშობლების მხარდაჭერის საკითხებს.

ანგარიში ეყრდნობა 2020-2021 წლებში ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის შესახებ 13 საქმის, 15 დადგენილების და ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ 214 ბრძანების, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და სათანადო სპეციალისტების ინტერვიუირების ანალიზს, რომელიც ინტერდისციპლინური და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ჩატარდა.

კვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატმა რეკომენდაციები შეიმუშავა ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის კუთხით არსებული კანონმდებლობის, პოლიტიკის და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)