ანგარიშები

სპეციალური ანგარიში დედათა და ბავშვთა თავშესაფრების მონიტორინგის შედეგების შესახებ

წინამდებარე სპეციალური ანგარიში ასახავს სახალხო დამცველის აპარატის მიერ2021 წლის ნოემბერსა და დეკემბერში უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებსა და სახალხო დამცველის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.

მონიტორინგის შედეგად, სახალხო დამცველის აპარატმა, დედათა და ბავშვთა თავშესაფრების მომსახურების მიმღებთა ძირითადი უფლებების დაცვის, ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების, მათ შორის, მათი დასაქმების, პროფესიული განვითარებისა და განათლების ხელშეწყობის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით, მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოავლინა.

დედათა და ბავშვთა კეთილდღეობა, მათ შორის, მათი სოციალური უფლებების რეალიზების ხელშეწყობა, სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი უნდა იყოს. მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დაცვა და დედების სოციალურ-ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა, ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის ხელშეწყობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად ეფექტიანი და სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული სერვისები აქვს შემუშავებული სახელმწიფოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)