სიახლეები

სახალხო დამცველმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა

2024 წლის 16 მაისს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები მოინახულა და ფლავის, ფლავისმანის, კარბის და მერეთის მოსახლეობას შეხვდა.

სოფლების ძირითადი და მთავარი პრობლემა მიგრაციაა, წლიდან წლამდე იცლება სკოლები და საბავშვო ბაღები. მოსახლეობა ხელისუფლებას საცხოვრებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურული პირობების შექმნას, მათ შორის, კულტურის სახლისა და სხვადასხვა სერვისცენტრების გახსნას სთხოვს.

ყველა სოფელს აწუხებს სამუშაო ადგილების სიმცირე, რის გამო მაღალია უმუშევრობა. რეაბილიტაციას საჭიროებს შიდა გზები.

სოფელ კარბში მოსახლეობა ამბულატორიის გახსნას ითხოვს. ასევე, სკოლა მხოლოდ 9 კლასიან სწავლებაზე გათვლილი და უფროსკლასელები მეზობელ სოფელში დადიან.

შეხვედრებზე მოსახლეობამ პირად საკითხებზეც ისაუბრა, რაც აუცილებლად გახდება აპარატის შეისწავლის საკითხი.

სახალხო დამცველი ინტენსიურად ხვდება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მაცხოვრებელ მოსახლეობას და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის უწყებებს აწვდის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)