სპეციალური ანგარიში „ხელოვნური ინტელექტი, როგორც ადამიანის უფლებების დაცვაზე ნეგატიური ზეგავლენის საფრთხე.”
საქართველოს სახალხო დამცველმა მოამზადა სპეციალური ანგარიში „ხელოვნური ინტელექტი, როგორც ადამიანის უფლებების დაცვაზე ნეგატიური ზეგავლენის საფრთხე.“
ანგარიშში მიმოხილულია ხელოვნური ინტელექტის არსი, მახასიათებლები და საერთაშორისო მოწესრიგება. გაანალიზებულია ეროვნული კონტექსტი და წარმოდგენილია საჯარო დაწესებულებებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შემოწმების შედეგები. საჯარო დაწესებულებებში ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკის ანალიზი 77 უწყებიდან მიღებული მონაცემების ანალიზს ეყრდნობა და გამოკვეთილია უწყებები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით იყენებს ხელოვნური ინტელექტის პროდუქტს.
საჯარო მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თანმხლები რისკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას დროულად მოხდეს ამ საკითხის რეგულირების მიზნით საქართველოს მთავრობის ხედვის ჩამოყალიბება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.