გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირებას ყველა ტიპის საქმიანობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი პირველი სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელმაც გენდერული თანასწორობის საკითხებზე სტრუქტურული ერთეული – გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის შექმნა და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირებას უფლებადაცვით საქმიანობაში.
გენდერული ბალანსი დასაქმებულთა შორის
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოწინავე ინსტიტუტია ქალთა თანამდებობრივი დაწინაურების მაჩვენებლით. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეებს შორის გენდერული ბალანსი 50%–ია; ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალები 55,6%–ით არიან წარმოდგენილი; ხოლო სპეციალისტების დონეზე – 62 %–ით. მთლიანად დასაქმებულთა გენდერული ბალანსი კი ასე გამოიყურება: 60,4 % ქალი, ხოლო 39,6% კაცი.
გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2014 –2016 წლებისათვის
გენდერული თანასწორობის სფეროში საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობა მოიცავს როგორც შიდა ინსტიტუციურ განვითარებას, ასევე ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში წვლილის შეტანას. დასახული მიზნის მისაღწევად კი საქართველოს სახალხო დამცველმა შეიმუშავა გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2014-2016 წლებისათვის.
პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი სექსუალური შევიწროების პრევენციისათვის
2014 წლის 25 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დაამტკიცა პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი სექსუალური შევიწროების პრევენციისათვის. აღნიშნული ინიციატივით საქართველოს სახალხო დამცველმა გადაწყვიტა ხელი შეუწყოს დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის მნიშვნელობაზე ხაზგასმას, თანამშრომლებს შეუქმნას შევიწროებისაგან თავისუფალი გარემო და მისი გამოცდილება დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს.დოკუმენტი განახლდა 2017 წელს.