არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წესი მიზნად ისახავს პრევენციის ეროვნული მექანიზმის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის არსებული ფორმატის რეგულირებას. წესის მიხედვით, წამებისპრევენციის ან ადამიანის უფლებებისდაცვის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსშეუძლიათ საპროექტოგანაცხადით მიმართონ სახალხოდამცველს, რათა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ქვეშ და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს თავისუფლების აღკვეთის ან სხვაგვარად შეზღუდვის ადგილებში თემატურ ვიზიტებს, ასეთ ადგილებში არსებული სიტუაციის სიღრმისეულად შესასწავლად დარგობრივი კვლევების წარმოებას ან საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართულ საქმიანობას. არასამთავრობო ორგანიზაციებს განაცხადით მიმართვა შეუძლიათ როგორც სახალხო დამცველის მიერ პერიოდულად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, ასევე კონკურსის გარეშეც ნებისმიერ დროს.
შემოსულ საპროექტოგანაცხადებსიხილავსპრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციოსაბჭო, რომელიც იღებსგადაწყვეტილებას პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს სახალხო დამცველს.
წესის პროექტიმოამზადა სახალხოდამცველისაპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმადა განსახილველადწარუდგინაპრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციოსაბჭოს, რის შემდეგაც წესი 2017წლის 4 დეკემბრის N366 ბრძანებით დაამტკიცა სახალხო დამცველმა.