სპეციალური ანგარიშები.

ეროვნული საბაზისო კვლევა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ

„ეროვნული საბაზისო კვლევა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მოამზადა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და არასამთავრობო ორგანიზაცია სიდასთან (CiDA)თანამშრომლობით და დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექპერტებთან კონსულტაციით.

კვლევა, მოიცავს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის ანალიზს. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ კვლევის შედეგები დაედო საფუძვლად ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სამწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ სამთავრობო სამოქმედო გეგმის ნაწილი გახდა. დოკუმენტში ასევე საუბარია შრომითი უფლებებზე, გარემოს დაცვის საკითხებზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, პირადი მონაცემების დაცვაზე, მოწყვლადი ჯგუფების უფლებებსა და დისკრიმინაციასთან ბრძოლაზე, საკუთრების სამართალზე, ზიანის ანაზღაურების მექანიზმების ეფექტურობასა და სხვა საკითხებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება