ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

ვინითვლებაშეზღუდულიშესაძლებლობისმქონეპირად?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების 2006 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში.

რაუფლებებიაქვთშეზღუდულიშესაძლებლობისმქონეპირებს?

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სხვა პირთა თანაბრად აქვთ:

  • სიცოცხლის უფლება
  • კანონის წინაშე თანასწორობის უფლება
  • მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება
  • პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
  • წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელისაგან თავისუფლებლების უფლება
  • ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან თავისუფლების უფლება
  • პიროვნების ხელშეუხებლობისუფლება
  • მოქალაქეობისა დაგადაადგილების თავისუფლება
  • დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვის უფლება
  • აზრისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციისხელმისაწვდომობის უფლება
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება
  • საცხოვრებლისა და ოჯახის პატივისცემის უფლება
  • განათლების უფლება
  • ჯანმრთელობის უფლება
  • შრომისა და დასაქმების უფლება
  • ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის და სოციალური დაცვის უფლება
  • პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება
  • კულტურულ, სპორტულ, გასართობ ღონისძიებებშიმონაწილეობის უფლება

რასითვალისწინებსსაქართველოსმოქმედიკანონმდებლობაშეზღუდულიშესაძლებლობისმქონეპირთაუფლებებისდაცვისკუთხით?

შეზღუდულიშესაძლებლობისმქონეპირთასოციალურიდაცვისშესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად:

  • სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინდივიდუალური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის (მუხლი 3, პუნქტი 1);
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სასამართლო ან კანონით გათვალისწინებული სხვა წესით (მუხლი 4);
  • სახელმწიფო ცნობს ჟესტების ენას პიროვნებათაშორისი ურთიერთობის საშუალებად და უზრუნველყოფს აუცილებელი პირობების შექმნას მისი გამოყენებისა და განვითარებისათვის (მუხლი 5);
  • სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უქმნიან პირობებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილებისათვის (მუხლი 7);
  • დაუშვებულია დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება, საცხოვრებელი რაიონების ფორმირება, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება, შენობათა და ნაგებობათა, მათ შორის, სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-სანახაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებათა კომპლექსებისა და კომუნიკაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ინდივიდუალური საშუალებების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ეს ობიექტები და საშუალებები არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს (მუხლი 8);
  • სახელმწიფო მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაცია (მუხლები 13–16);
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახელმწიფო უქმნის აუცილებელ პირობებს განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის (მუხლები 17–20);
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ იმუშაონ შრომის ჩვეულებრივი პირობების საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის მიუხედავად (მუხლი 21) ;
  • საქართველოს შრომის კოდექსის მე–2 მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, შრომით ურთიერთობაში აკრძალულია დისკრიმინაციაშეზღუდული შესაძლებლობისნიშნით;
  • აკრძალულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე, ასევე ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) ამ პირის დასაქმება–მისი თანხმობის გარეშე (ამავე კოდექის მე –17 მუხლის მეორე ნაწილი, მე–18 მუხლი);

რასახისსოციალურიდახმარებისღონისძიებებიაგათვალისწინებულიშეზღუდულიშესაძლებლობისმქონეპირებისათვის?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დახმარება ითვალისწინებს როგორც ფინანსური სახის (სოციალური პაკეტი–პენსია, სხვა სახის ფულადი დახმარება), ისე ტექნიკური და სხვა საშუალებებით (სავარძელ–ეტლები, საპროთეზო–ორთოპედიული ნაკეთობები და სხვა სახის დამხმარე საშუალებები) უზრუნველყოფას.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სოციალური პაკეტის–პენსიის დანიშვნის საფუძვლებს.

სოციალური პაკეტი ენიშნებათ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.

აქვსთუარადასაქმებულშეზღუდულიშესაძლებლობისმქონეპირსსოციალურიპაკეტისპენსიისმიღებისუფლება?

კერძო სექტორში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ ანაზღაურების პარალელურად მიიღონ სოციალური პაკეტი. რაც შეხება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში სოციალური პაკეტის მიღების უფლებას, აღნიშნული უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.

რაღონისძიებებიაგათვალისწინებულიშეზღუდულიშესაძლებლობისმქონეპირთასამედიცინომომსახურებისუზრუნველყოფისმიზნით?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით 2012 წლის პირველი სექტემბრიდან ქვეყანაში ამოქმედდა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამა, რომელიც სხვა კატეგორიის პირებთან ერთად ითვალისწინებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევას.

2013 წლის 28 თებერვლიდან საქართველოში ძალაში შევიდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ხდება სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

საქართველოსმოქმედიკანონმდებლობისთანახმადარისთუარაგათვალისწინებულირაიმესახისშეღავათიდასაქმებულიშეზღუდულიშესაძლებლობისმქონეპირებისათვის?

საქართველოს საგადასახადო კოდექის 82–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე.

როგორმოვიქცეთთუირღვევაშეზღუდულიშესაძლებლობისმქონეპირთაუფლებები?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, მის კანონიერ წარმომადგენელს, ოჯახის წევრს და სხვა) უფლება აქვს მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე სასამართლოს.

შეზღუდულიშესაძლებლობისმქონეპირისმიერსაქართველოსსახალხოდამცველისათვისანსასამართლოსთვისმიმართვისშემთხვევაშიარისთუარადაწესებულირაიმესახისგადასახადი?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის ან სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ან სხვა სახის გადასახადი არ გადაიხდევინება.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–16 მუხლის თანახმად დაინტერესებულ პირის მიერ საქართველოს სახალხო დამცველისადმი მიმართვის შემთხვევაში, განცხადება და საჩივარი არ იბეგრება სახელმწიფო გადასახადით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ამ პირისათვის გაწეული სამსახური უფასოა.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი დაწესებულებები, სასწავლო–საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გათავისუფლებული არიან განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

დასახელებული დოკუმენტების გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას ემსახურება არაერთი საერთაშორისო და ეროვნული აქტი.

1.დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი
2.დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი – სამედიცინო მეთვალყურეობა
3.ოკუპაციური თერაპია განვითარების დარღვევების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო მკურნალობისთვის
4.რა უნდა ვიცოდეთ ეპილეფსიის შესახებ
5.თუ თქვენს ბავშვს ეპილეფსია აქვს

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება