სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტი შესახებ

დეპარტამენტის უფროსი - ლიკა წიკლაური

სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტი შეისწავლის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს. ესენია: აზრის, სინდისისა და რეგლიგიის, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის, მიმოსვლის თავისუფლებები; შრომის, საკუთრების, ჯანმრთელობის დაცვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების, სათანადო საცხოვრებლის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და საარჩევნო უფლებები; დევნილთა, ეკომიგრანტთა, რეპატრირებული მესხების, თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა და სხვა. სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტი ხელს უწყობს საქართველოს სახალხო დამცველს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში.


დეპარტამენტის ფუნქციებია:

1. სახალხო დამცველის აპარატში შემოსული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევასთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება:

  • სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევის შესახებ, თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის საჯარო დაწესებულების ქმედებას ან აქტს, რომელიც ხელყოფს მის შესაბამის უფლებას.
  • ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დარღვევის შესახებ, თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის საჯარო დაწესებულების ქმედებას ან აქტს, რომელიც ხელყოფს მის შესაბამის უფლებას.
  • თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის სასამართლო განხილვის პროცესში (სამოქალაქო და ადმინისტარციულ საქმეებზე) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის ან დარღვევის ფაქტს;
  • სასამართლო აქტების აღსრულების სფეროში, თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის შესაბამისი ორგანოს მიერ მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფის ფაქტებს.
  • სხვა საკითხების თაობაზე, რომელთა განხილვა განეკუთვნება სახალხო დამცველის კომპეტენციას და არ შედის სხვა სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებში.

2. მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების მიხედვით კანონმდებლობის და კანონპროექტების ანალიზის და შესაბამისი რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება.
3. მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების მიხედვით გამოცემულ ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის პროექტის მომზადება.
4. მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების მიხედვით სახალხო დამცველის ანგარიშის შესაბამისი ნაწილების პროექტის მომზადება.
5. მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების მიხედვით საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების პრაქტიკულ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.
6. სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისიწნებული საკითხები შესაძლებელია დეპარტამენტმა შეისწავლოს საკუთარი ინიციატივითა და სახალხო დამცველის თანხმობით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება