დეპარტამენტის შესახებ

დეპარტამენტის უფროსი - გვანცა ჩხაიძე
დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი - ვანო ყიზილაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურული ერთეული – სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი 2015 წლის 14 იანვარს აპარატში არსებული სტრუქტურული ერთეულის მართლმსაჯულების დეპარტამენტის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა. საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურული ერთეული – მართლმსაჯულების დეპარტამენტი, მოცემულ სტრუქტურულ ერთეულში მოქმედი მიმართულებების გათვალისწინებით, ორი დეპარტამენტის სახით ჩამოყალიბდა:

  • სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი;
  • სამოქალაქო–პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტი.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი უფლებამოსილებების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებით, ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი შიდა კანონმდებლობით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის ხელშეწყობა მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პროცესში სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს, ასევე, დაკავების, პატიმრობის და თავისუფლების შეზღუდვის სხვა დაწესებულებებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი შეისწავლის ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი ინდივიდუალური განაცხადების/საჩივრების ან/და საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივის საფუძველზე.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ფუნქციებია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევასთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრების შესწავლა და შესაბამისი ანგარიშების/რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება:

  • სახალხო დამცველის აპარატში შემოსული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევასთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება, კერძოდ:
    1. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევის შესახებ, თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის საჯარო დაწესებულების ქმედებას ან აქტს, რომელიც ხელყოფს მის შესაბამის უფლებას.
    2. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დარღვევის შესახებ, თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის საჯარო დაწესებულების ქმედებას ან აქტს, რომელიც ხელყოფს მის შესაბამის უფლებას.
    3. თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის სასამართლო განხილვის პროცესში (სამოქალაქო და ადმინისტარციულ საქმეებზე) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის ან დარღვევის ფაქტს;
    4. სასამართლო აქტების აღსრულების სფეროში, თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის შესაბამისი ორგანოს მიერ მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფის ფაქტებს.
    5. სხვა საკითხების თაობაზე, რომელთა განხილვა განეკუთვნება სახალხო დამცველის კომპეტენციას და არ შედის სხვა სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებში.
  • დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი შესწავლა და გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა;
  • დროული, კვალიფიციური და დასაბუთებული რეაგირების ფორმების შერჩევა და მისი შესრულების მონიტორინგი;
  • კომპეტენციას მიკუთვნებულ თემებზე სისტემური კვლევისა და ანალიზის წარმოება;
  • დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი სფეროების მიხედვით კანონმდებლობის და კანონპროექტების ანალიზის და შესაბამისი რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება;
  • საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა საქართველოში სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების და თავისუფლებების პოპულარიზაციისთვის.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)