დეპარტამენტის შესახებ

ანალიტიკური დეპარტამენტი

დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პირველად სტრუქტურულ ერთეულს. მასში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის სტატისტიკის სამმართველო. დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე დეპარტამენტში შემავალი სტატისტიკის სამმართველო ანგარიშვალდებულია ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის მოადგილის წინაშე. დეპარტამენტის მიზანია სისტემური ცვლილებების განხორციელების ხელშეწყობა კვალიფიციური ანალიტიკით, ხარისხიანი ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადებითა და მათზე სისტემური მიდევნების გზით.

დეპარტამენტის ფუნქციებია:

  • შიდა სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მეთოდოლოგიის შემუშავება და პერიოდული განახლება (მასში ასახული უნდა იყოს გეოგრაფიული, შინაარსობრივი, თემატური, უფლებრივი და სხვა კომპონენტები);
  • შიდა სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მეთოდოლოგიის დოკუმენტის შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატის შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების მიღება, დახარისხება და დამუშავება და მათი მიწოდება სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით;
  • არსებული შიდა დოკუმენტაციის, რეკომენდაციების და სხვა შიდა და გარე დოკუმენტების ერთიან სისტემაში განთავსება, რომელზეც წვდომა ექნებათ სახალხო დამცველის აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებსაც. ასევე ამ ბაზის სრულყოფილი განვითარება;
  • განზოგადებული საერთო შიდა სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ყოველკვარტლურად;
  • სტატისტიკური ანგარიშების მომზადება პერიოდულად საჭიროებისამებრ შიდა მოხმარებისთვის ან შესაბამის სახელმწიფო/საერთაშორისო უწყებებში წარსადგენად;
  • სახალხო დამცველის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისთვის მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მეთოდოლოგიის დოკუმენტის შექმნა და პერიოდული განახლება, ასევე სახალხო დამცველის აპარატის სხვადასხვა თემატური დეპარტამენტისთვის მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემების გამოთხოვა, შეგროვება, საჭიროების შემთხვევაში დახარისხება და შესაბამისი თანამშრომლებისთვის გაზიარება;
  • საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ და სპეციალურ ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ბიუჯეტის პროექტის (და თანმდევი დოკუმენტაციის) ანალიზი, კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან და კოორდინაცია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან; საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ასახული რეკომენდაციების შესრულების მიზნით (სადაც შესაბამისი სახსრების დამატებით გამოყოფა აუცილებელია) სამუშაო ფორმატის ორგანიზება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან;
  • სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის მომზადების სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება, ამ მიზნით შედარებით სამართლებრივი პრაქტიკის გაცნობა და ანალიზი მეთოდოლოგიის/ფორმატის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით;
  • სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის მომზადების მიზნით შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა და ანგარიშის მომზადება (ამ ფუნქციის შესრულების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტი ადგენს სამოქმედო გეგმას, ინფორმაციის გამოთხოვის გრაფიკს და პასუხისმგებელ პირებს);
  • სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური ანგარიშების მომზადება იმ საკითხების გარშემო, რომელიც არ შედის რომელიმე დეპარტამენტის ფუნქციურ აღწერაში; ასევე სახალხო დამცველის აპარატის იმ სპეციალური ანგარიშების მომზადება/მომზადების კოორდინაცია, რომელიც ერთდროულად ექცევა ორი ან ორზე მეტი დეპარტამენტის ფუნქციურ აღწერაში;
  • სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაგზავნილი ჩრდილოვანი ანგარიშების შედეგების შეკრება, სისტემატიზაცია და ანალიზი; იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების/მექანიზმების იდენტიფიცირება, რომლებიც იძლევა ჩრდილოვანი ანგარიშების წარდგენის შესაძლებლობას, შესაბამის პროცედურებზე მითითებით;
  • ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადება თემატურ დეპარტამენტებთან ერთად და წარდგენა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის წარსადგენი ანგარიშების მომზადება ან მომზადების კოორდინაცია, რომლებიც გულისხმობს მეორადი და დამატებითი ანალიზის განხორციელებას;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში მოსაზრებების წარდგენა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მესამე მხარის მოსაზრებების წარდგენა;
  • საქართველოს პარლამენტის წინაშე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის ანალიზი, რომელთა შესახებ ინფორმაცია წარდგენილია პარლამენტში პარლამენტის რეგლამენტის 2281, 2282 და 2283 მუხლების საფუძველზე და შესაბამისი ანგარიშის მომზადება მასზე;
  • საქართველოს პარლამენტში ან სახელმწიფო უწყებაში წარდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშების ანალიზი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან და საჭიროების შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატის მოსაზრების წარდგენა პარლამენტის წინაშე;
  • კანონპროექტების პერიოდული მიმოხილვა და ანალიზი, განხილულ კანონპროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება და შესატანი ცვლილებების გამოკვეთა;
  • განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე შემდგომი დაკვირვება და მათზე პერიოდული ანგარიშების მომზადება (შესაბამის თემატურ დეპარტამენტთან თანამშრომლობით), როგორც სახალხო დამცველისთვის, ისე პარლამენტში წარსადგენად;
  • სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარდგენილი კანონპროექტ(ებ)ის განხილვის შედეგების ან/და უარყოფის მიზეზების ანალიზი და მისი კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატის ხელმძღვანელობასთან და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან;
  • საპარლამენტო ანგარიშის შემდგომ მიღებული პარლამენტის დადგენილების შესრულების მიზნით სამოქმედო გეგმის შედგენა; საპარლამენტო ანგარიშის რეკომენდაციების სამოქმედო გეგმის განხორციელება/შეხვედრები უწყებებთან და პროგრესის ანგარიშის განხილვა;
  • სპეციალური ანგარიშის მომზადების შემთხვევაში, მისი რეკომენდაციების აღსრულების სამოქმედო გეგმის დასახვა და მის იმპლემენტაციაში მონაწილეობა;
  • სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის მოადგილის მოხსენებისთვის გამოსასვლელი სიტყვის მომზადება, შესაბამისი თემატური დეპარტამენტის ჩართულობით (საჭიროებისამებრ);
  • კომუნიკაციის და სამუშაო შეხვედრების ფორმატების განვითარება და დანერგვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან;
  • თემატური კვლევების ან/და კანონმდებლობის ანალიზის მომზადება ადამიანის უფლებათა საკითხებზე, როდესაც აღნიშნული კვლევის განხორციელება თემატური დეპარტამენტების მიერ ვერ ხერხდება;
  • სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი გამოსწორების გზების შეთავაზება და ადვოკატირება საქართველოს პარლამენტის წინაშე;
  • სახალხო დამცველის სტრატეგიის პერიოდული განახლება;
  • საჭიროებისამებრ სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის მოადგილის გადაწყვეტილებით თემატური დეპარტამენტების მიერ განხორციელებული წლიური საქმიანობის გაზომვა და შეფასება სტატისტიკური და შინაარსობრივი თვალსაზრისით;
  • შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და აპარატის სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდება წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავების სრულყოფის მიზნით;
  • სხვა ფუნქციების შესრულება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)