მოძებნე კანონი

საქართველოს სახალხო დამცველის ვებ გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ნორმატიული აქტების საძიებო სისტემის შესახებ, რომლის საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა სახის დოკუმენტები და საინფორმაციო მასალა.

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, არის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, დაარსებულია 1998 წელს და 2010 წლის ჩათვლით გამოიცემოდა ბეჭდვითი სახით.

2011 წლიდან კი საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ახალი ფორმატით გთავაზობთ ყველასათვის ხელმისაწვდომ, დაცულ, მუდმივად განახლებად ოფიციალურ ვებგვერდს - matsne.gov.ge, სადაც თქვენ შეგიძლიათ იხილოს საქართველოს ყველა უწყების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტები და საჯარო განცხადებები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)