ინფორმაცია სერვისების შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დაინტერესებული პირისათვის გაწეული სამსახური უფასოა.“

სახალხო დამცველის აპარატის სერვისებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულია - მოქალაქეთა მომსახურებისა და პირველადი რეაგირების დეპარტამენტი.

დაინტერესებულ პირებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სერვისების მიღება შეუძლიათ როგორც დისტანციურ რეჟიმში სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ისე ადგილზე, ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცენტრალურ ოფისში (თბილისი, აღმაშენებლის N80) ვიზიტორების მიღება და კონსულტაცია ამ ეტაპზე წარმოებს კვირაში ორი დღე, ორშაბათს და პარასკევს 10:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო რეგიონულ ოფისებში, სამშაბათს 9:00-დან 18:00 საათამდე.

საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიმართვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დისტანციურ რეჟიმში ვებგვერდზე www.ombudsman.ge განთავსებული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით (viber, online chat, webcall), ასევე ელფოსტის info@pdo.ge / info@ombudsman.ge და ცხელი ხაზის 1481 მეშვეობით.

დისტანციური სერვისებით მომსახურება ხორციელდება ყოველდღე შაბათ-კვირის ჩათვლით დილის 9:00-დან 24:00 საათამდე პერიოდში, ხოლო წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ოჯახში ძალადობის, ბავშვის უფლებათა დარღვევის სავარაუდო ფაქტებზე გადაუდებელი რეაგირების საჭიროების შემთხვევაში ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია 24 საათიან რეჟიმში.

საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიმართვის ფორმა:

მიმაგრებული ფაილები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)