საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო

საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო

სამმართველო წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პირველად სტრუქტურულ ერთეულს. სამმართველო თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით. სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს სახალხო დამცველის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამმართველოს მიზანია საზოგადოებაში სახალხო დამცველის ინსტიტუტის ცნობადობის, საქმიანი რეპუტაციისა და ნდობის ამაღლება. ასევე საზოგადოებასა და სახალხო დამცველის აპარატს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

სამმართველოს ფუნქციებია:

  • საქართველოს სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის აპარატის სხვა მოსამსახურეების საზოგადოებასა და მედიის საშუალებებთან ეფექტიანი ურთიერთობის უზრუნველყოფა;
  • საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავება და სახალხო დამცველისათვის/სახალხო დამცველის მოადგილეებისთვის წარდგენა;
  • პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ჩატარების ორგანიზება, მათზე დასასწრებად ჟურნალისტების მოწვევა და სათანადო მასალების მიწოდება;
  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობასთან დაკავშირებული საინფორმაციო პოლიტიკით განსაზღვრული ინფორმაციის დროულად და საზოგადოებისთვის/დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ფორმით მიწოდება (აღნიშნული ფორმების დახვეწის მიზნით მუდმივი მუშაობა);
  • საქართველოს სახალხო დამცველთან ან სახალხო დამცველის აპარატის სხვა მოსამსახურეებთან მედია საშუალებებში გამოსვლების ჩაწერა და დაარქივება;
  • მედიის საშუალებების ყოველდღიური მონიტორინგი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის საინტერესო ინფორმაციის შიდა ქსელში გავრცელება;
  • მედია საშუალებებისათვის პრესრელიზების მომზადება და გავრცელება, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის;
  • სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსების დროული უზრუნველყოფა.
  • სოციალური მედიის მართვა, ინფორმაციის (ტექსტური, ვიდეო, ფოტო, ინფოგრაფკების, გამოკითხვების და ა.შ.) სოციალურ მედიის ფორმატის შესაბამისად დამუშავება და განთავსება;
  • სოციალურ ქსელებში მოქალაქეებისგან მიღებულ შეტყობინებებზე, მათ შორის, სახალხო დამცველის საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
  • სახალხო დამცველის აპარატის ღონისძიებების ორგანიზება, მოსაწვევ პირთა განსაზღვრა და მოწვევა და ღონისძიებების წარმატებით ჩატარებისათვის ყველა შესაბამისი ერთეულის საქმიანობის კოორდინაცია;
  • სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების (მათ შორის თემატური ჯგუფების) საკონტაქტო მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
  • სახალხო დამცველისთვის საქართველოს მასშტაბით საზოგადოებასთან შეხვედრების, საჯარო ლექციების/აქციების ორგანიზება;
  • სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული, ან დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით ჟურნალისტებთან სოციალურ ქსელებში, თუ არაფორმალურ გარემოში კომუნიკაცია;
  • საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სახელმძღვანელო კრიტერიუმების დადგენა (ჩაცმა, ვიზუალუზაცია, სოციალური ქსელები და სხვა)
  • ფართო საზოგადოებისთვის სახალხო დაცველის/სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის კრეატიული გზებით გაცნობა;
  • განხორციელებული აქტივობებისა და ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება და მათში ცვლილებების საჭიროების შეფასება;
  • სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს სამმართველოს საქმიანობის სპეციფიკიდან.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება