სამმართველოს შესახებ

საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო

სამმართველო წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პირველად სტრუქტურულ ერთეულს. სამმართველო თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით. სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის პირველი მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამმართველოს მიზანია საერთაშორისო ასპარეზზე სახალხო დამცველის აპარატის რეპუტაციის ამაღლება და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნის ომბუდსმენების/ ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებთან კავშირების გამყარება.

სამმართველოს ფუნქციებია:

  • საქართველოს სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობის სტრატეგიული ხედვის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
  • სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის აპარატის ურთიერთობის ორგანიზება და კოორდინაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო, უცხოურ ინსტიტუტებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტუტიტებისა და ომბუდსმენების გაერთიანებებში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლობის და აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა;

  • ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტუტიტებისა და ომბუდსმენების გაერთიანებებში არსებული რესურსების თაობაზე ინფორმაციის, ასევე ამავე გაერთიენებების საქმიანობასა და მანდატზე ინფორმაციის სისტემატიზაცია, დამუშავება, განახლება და სახალხო დამცველის აპარატის ერთეულებისათვის კვარტალურად მიწოდება;
  • სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის აპარატის მიერ ქვეყნის შიგნით/ქვეყნის გარეთ დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებების (კონფერენციების, პრეზენტაციების, სამუშაო შეხვედრების და სხვა) დაგეგმვა, ორგანიზება და პროცესში ჩართული სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია;
  • უცხო ქვეყნის დელეგაციებისა და წარმომადგენლობების მიღების ორგანიზება - საპროტოკოლო ღონისძებების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია, მათ შორის ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ დელეგაციათა და ცალკეულ პირთა მიღებისა და გამგზავრების უზრუნველყოფა სახელმწიფო პროტოკოლის მოთხოვნების შესაბამისად;
  • საქართველოს სახალხო დამცველის ან სახალხო დამცველის აპარატის სხვა მოსამსახურეების ეფექტიანი ურთიერთობა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;
  • სხვადასხვა გაერთიანებებში, საერთაშორისო ღონისძიებების, კონფერენციების და სამუშაო შეხვედრების განხორციელების პროცესში სახალხო დამცველის და მოადგილეების ტექნიკური მხარდაჭერა და საჭიროებისდა მიხედვით მოხსენებების მომზადება;
  • საერთაშორისო ვიზიტებისა და ღონისძებების განხორციელების პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
  • აპარატის თანამშრომელთა მივლინებების და ვიზიტების დაორგანიზება და ხელშეწყობა, მათ შორის კომუნიკაციის წარმოება შესაბამის მიმწვევ ორგანზიციებთან, სხვა ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა;
  • აპარატის თანამშრომელთა საერთაშორისო ვიზიტებში მონაწილეობასა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე კვარტალური საინფორმაციო ანგარიშების/ბიულეტენების მომზადება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის წარსადგენი იმ ანგარიშების მომზადების კოორდინაცია, რომლებიც არ უკავშირდება მეორადი და დამატებითი ანალიზის განხორციელებას;
  • საერთაშორისო საგრანტო/პროექტებში ჩართვის შესაძლებლობების გამოვლენა და ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობისათვის;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი შეთანხმებებისა და მემორანდუმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი ინიციატივების, პროექტების წარდგენა; ორმხრივი ან მრავალმხრივი მემორანდუმების და სამოქმედო გეგმების შესრულების კოორდინაცია;
  • სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს სამმართველოს საქმიანობის სპეციფიკიდან.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)