სახალხო დამცველის განცხადება საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი საგანგებოდ ეხმიანება ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო მექანიზმებით.
ამასთან, სახალხო დამცელი შეკრებაში მონაწილეებს შეახსენებს რომ დაუშვებელია აქციის დროს ძალადობრივი ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათის მოქმედებების განხორციელება.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აქციის მონაწილეები შეწყვეტენ ძალადობრივ მოქმედებებს და მშვიდობიანად განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, პოლიციამ მაქსიმალურად უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და აქციის მშვიდ ვითარების ჩატარება.