ახალი ამბები

სახალხო დამცველი დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ

1918 წელის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფომ დამფუძნებელმა კრებამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ერთ-ერთი მთავარი დებულება, რომელიც ჩაიწერა დამოუკიდებლობის აქტში, ადამიანის უფლებებს ეხებოდა:

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა“.

საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაფუძნებულია ადამიანის უფლებებზე და მათი დაცვით ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას!

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება