საქართველოს სახალხო დამცველი წლის ლიდერ ქალად დაასახელეს
2019 წლის 27 მარტს ყოველწლიურ კონფერენციაზე „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“, როგორც წლის ლიდერი ქალი მთავრობაში – საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დააჯილდოვეს.
ნინო ლომჯარია სპეციალურმა კომიტეტმა შეარჩია, რომელშიც ბიზნესის მხარდამჭერი, კვლევითი და არასამთავრობო 70 ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.
კონფერენციაზე ბიზნესში, მთავრობასა და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე წლის ლიდერმა ქალებმა საკუთარი წარმატების, სტიმულისა და შთაგონების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.
ღონისძიება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) საქართველოში და „მეწარმე ქალთა საბჭოს“ (WBCG) ერთობლივი ორგანიზებითა და თბილისის მერიის, საქართველოს ბანკის და ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით გაიმართა