წლიური ანგარიშები

ადამიანის უფლებათა მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში 2011)

წინამდებარე ანგარიში ასახავს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2011 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს.

აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე დაწესებულებების მონიტორინგში, სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის მხარდაჭერას ითვალისწინებს, ჩართულნი იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის თანამშრომლებმა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განახორციელეს 516 არაგეგმური ვიზიტი, რომელთა დროსაც მონახულეს 1500–ზე მეტი პატიმარი და 72 გეგმური ვიზიტი; დროებითი მოთავსების იზოლატორებში – 84 გეგმური და 157 არაგეგმური ვიზიტი.

მონიტორინგის ჩატარებისას სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული მექანიზმის წარმომადგენლები დაუბრკოლებლად დაიშვებოდნენ და თავისუფლად გადაადგილდებოდნენ როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებების ტერიტორიაზე, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორებში. მათ ასევე ეძლეოდათ საშუალება, შეხედულებისამებრ შეერჩიათ დაკავებულებთან/ პატიმრებთან შეხვედრის ადგილები და გასაუბრებოდნენ მათ კონფიდენციალურად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება