წლიური ანგარიშები

ადამიანის უფლებათა მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში 2010)

წინამდებარე ანგარიში ასახავს პრევენციის ეროვნული მექანიზმის სტატუსით სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2010 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს.

2010 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელდა 68 გეგმური და 440 არაგეგმური ვიზიტი, რომლის დროსაც ინდივიდუალურად მონახულებულია 1200-ზე მეტი პატიმარი.

მონიტორინგის ფარგლებში მონახულებულია ცხრამეტივე სასჯელაღსრულების დაწესებულება. მონიტორინგის ჯგუფის წევრები შეხვდნენ და გაესაუბრნენ პატიმრებს, დაწესებულებების დირექტორებს, თანამშრომლებს, სამედიცინო პერსონალს.

დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელდა 104 გეგმური და 47 არაგეგმური ვიზიტი. მონიტორინგის დროს დათვალიერდა დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურა, შემოწმდა დმი–ში მოთავსებულ პირთა აღრიცხვის წიგნები, სამედიცინო ჩანაწერები, იზოლატორში შეყვანისას დაკავებულების სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმები. ჯგუფის წევრები გაესაუბრნენ დმი–ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დაკავებულებსა და ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება