სპეციალური ანგარიშები

ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებებში – 2010

2009 16 ივლისს ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–18, მე–19 და მე–191 მუხლები სახალხო დამცველს ანიჭებს თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შემოწმების უფლებამოსილებას, რომელსაც, იმავე კანონის 27–ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ახორციელებენ საქართველოს სახალხო დამცველის თანამშრომლები ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნებით.

წინამდებარე ანგარიშში ასახულია მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, როგორც ცალკეულ დაწესებულებებში ასევე სისტემურად, რის საფუძველზეც შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება