სიახლეები

შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წარმომადგენლებთან

2015 წლის 8 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე სხილაძე სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.

საინფორმაციო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაცნობა.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცათ შეკითხვები დაესვათ მათთვის საინტერესო საკითხებზე. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისა საკითხებზე არსებულმა მდგომარეობამ; ასევე, ამ პრობლემების გამოვლენისა და მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე საქართველოს სახალხო დამცველის მანდატმა და უფლებამოსილებამ.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი 2012 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ფასილიტაციით დაფუძნდა. ქსელის მიზანია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების რესურსების კონსოლიდაცია, ადგილობრივი პრობლემების მოგვარებისათვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)