სიახლეები

ფემიციდზე ზედამხედველობის მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2018 წლის 24 აპრილს სახალხო დამცველის ოფისში ფემიციდზე ზედამხედველობის მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. სხდომას საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლები და საბჭოს მოწვეული წევრები ესწრებოდნენ.

სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა თამარ დეკანოსიძემ ფემიციდის მონიტორინგის მეთოდოლოგიის დოკუმენტი წარმოადგინა; გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ანა ილურიძემ საბჭოს წევრებს ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში გააცნო, სადაც 2016 წლის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი და ძირითადი მიგნებებია წარმოდგენილი.

შეხვედრის დასასრულს გამართულ დისკუსიაზე მონაწილეებმა ანგარიშის მეთოდოლოგია და ძირითადი მიგნებები განიხილეს და ფემიციდის მონიტორინგის კუთხით სამომავლოდ გასათვალისწინებელ საკითხებზე იმსჯელეს.

სახალხო დამცველმა „ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის“ შექმნისათვის მზადყოფნა 2016 წელს განაცხადა და ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის მექანიზმის დახვეწისა და მისი გამართულად მუშაობის მიზნით საკონსულტაციო საბჭო შექმნა.

24.04.18
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება