საქმისწარმოების სამმართველო

საქმისწარმოების სამმართველო

სამმართველო წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით. სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის პირველი მოადგილის წინაშე, რომლებიც დადგენილი წესით ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას. სამმართველოს მთავარი მიზანია აპარატში დოკუმენტბრუნვის წარმოების კოორდინაცია.

სამმართველოს ფუქციებია:

  • აპარატის დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, მეთოდური მითითებების შემუშავება და დანერგვაზე ზედამხედველობა;
  • აპარატის ტიტულოვანი (სახელმწიფო გერბით) ბლანკების აღრიცხვა;
  • საქმისწარმოების ფარგლებში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა, მოქმედი წესების შესაბამისად;
  • აპარატის არქივის წარმოების უზრუნველყოფა;
  • ზოგადი სტატისტიკის წარმოების ორგანიზება;
  • სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს სამმართველოს საქმიანობის სპეციფიკიდან.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)