სახალხო დამცველის პირველი მოადგილე
თამარ გვარამაძეს გააჩნია 17 წლიანი სამუშაო გამოცდილება, რომელიც უმეტესწილად მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობას. 2018 წლის 10 იანვრიდან საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილის პოზიციაზე დანიშვნის დღიდან, ის ხელმძღვანელობს სახალხო დამცველის აპარატს და მისი უშუალოდ ზედამხედველობით ხორციელდება 20-მდე თემატურ მიმართულებაზე აპარატის საქმიანობა. თამარ გვარამაძე უძღვება ასევე, აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას და წარმოადგენს აპარატს საერთაშორისო ურთიერთობებში, როგორც თემატური, ასევე ინსტიტუციური მიმართულებებით.
წარსულში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მისი აღმასრულებელ დირექტორად, ასევე პროგრამების მენეჯერად მუშაობის პერიოდში, ორგანიზაცია ეფექტურად ახორციელებდა ასი ათასობით ადამიანის უფლებათა დაცვას. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტის ცვლილებებზე ადვოკატირება, მნიშვნელოვანი პრეცედენტები შეიქმნა ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლოებში. თამარ გვარამაძის მიღწევები მათ შორის, მოიცავს ასობით მოწყვლადი ადამიანის უშუალო დაცვას, ადამიანის უფლებათა ადვოკატის პოზიციაზე მუშაობისას. ამასთან, თამარ გვარამაძე რამდენიმე კვლევის ავტორია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცემებისთვის (ევროპის საბჭო, GIZ, DFG – და ადგილობრივი – ადვოკატთა ასოციაცია). არასამთავრობო და საჯარო სექტორებში წარმატებულ კარიერასთან ერთად, თამარ გვარამაძე თსუ–ს სამართლის დოქტორი და ასოცირებული პროფესორია. ასევე, თამარ გვარამაძე წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციების სამეთვალყურეო საბჭოების წევრია – ევროპის ადამიანის უფლებათა ცენტრის საერთაშორისო კომიტეტის წევრი (EHRAC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი 2017-2022. 2014–2016 წლებში თამარ გვარამაძე ასევე იყო საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 2022 წელს თამარი გახდა მარშალის გერმანიის ფონდის სტიპენდიანტი (GMF Marshall Memorial Fellow 2022).
I. პროფესიული მიღწევები:
ადამიანის უფლებათა დაცვა: საქართველოს ახალგარზდა იურისტთა ასოციაციაში ადამიანის უფლებათა ადვოკატის პოზიციაზე მუშაობის ორი წლის განმავლობაში (2007–2009), თამარ გვარამაძემ უშუალოდ დაიცვა ასობით ადამიანის უფლებები (ძირითადად სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური) – წარმატებული სამართალწარმოებისა და კონსულტაციების მეშვეობით.
ეფექტური მენეჯმენტი: შვიდწლიანი მენეჯერული გამოცდილების დროს (2009–2017) თამარ გვარამაძემ დაგეგმა და განახორციელა არაერთი პროექტი, რითაც მნიშვნელოვნად გაზარდა ორგანიზაციული სისტემების ეფექტურობა და ეფექტიანობა როგორც საჯარო ისე არასამთავრობო სექტორებში მუშაობისას. საიაში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობისას (2014–2016), თამარ გვარამაძემ შემოიღო დახვეწილი ფინანსური მენეჯმენტის სისტემები და ორგანიზაციული რეგულაციები, რამაც ორგანიზაციას მისცა შესაძლებლობა გაესამმაგებინა დაფინანსება (ფინანსური მენეჯმენტის შესაძლებლობების ზრდის საფუძველზე). მეტიც, თამარ გვარამაძემ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მართვის სტანდარტები, შემოიღო ადამიანური რესურსების მართვის ახალი სისტემა და განაახლა ორგანიზაციული წესდება. განათლების სამინისტროში ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობისას (2009–2010) თამარ გვარამაძემ შემოიღო ადამიანური რესურსების მონაცემთა სისტემატიზაციის მექანიზმი, რამაც შესაძლებლობა მისცა სამინისტროს, სრულყოფილი ინფორმაცია მოეპოვებინა სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადების საჭიროებებზე.
შედეგებზე ორიენტირებული ადვოკატირება: საიას ერთ–ერთი საკვანძო პროექტის მართვისას (USAID–ის მიერ დაფინანსებული „სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის გაძლიერება“) 2011–2014 წლებში, თამარ გვარამაძის ხელმძღვანელობით საქართველოში შეიცვალა რიგი მნიშვნელოვანი კანონები, დამყარდა ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი პრეცედენტები (კონკრეტული ბენეფიციარების უშუალო დაცვასთან ერთად, როგორც ზემოთ არის აღწერილი). მისი ხელმძღვანელობით, 400–ზე მეტი სტრატეგიული სარჩელი წარედგინა ეროვნულ სასამართლოებს, 25 – საკონსტიტუციო სასამართლოს და 30–ზე მეტი – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ECHR). მეტიც საქართველოს პარლამენტმა სრულად გაითვალისწინა 10 სარეკომენდაციო ანგარიში, რომელიც თამარ გვარამაძის ხელმძღვანელობით შემუშავდა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარდი საკანონმდებლო დონეზე.
ფონდების მოძიება: თამარ გვარამაძის ხელმძღვანელობით, საიამ თითქმის გაასამმაგა დაფინანსება და მოიპოვა დაფინანსება აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). სტრატეგიული ფანდრაიზინგის მეშვეობით, თამარ გვარამაძის ხელმძღვანელობით, ორგანიზაციამ მოიპოვა 3 მილიონ დოლარზე მეტი (რაც შეადგენს ორგანიზაციის ბიუჯეტის 95% სამი წლის პერიოდისთვის). გაზრდილი დაფინანსების მეშვეობით, ორგანიზაციამ შეძლო სამართლებრივი დახმარების გაწევა ასიათასზე მეტი ბენეფიციარისთვის, მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტების დამყარება ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლოებში, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში.
II. აკადემიური საქმიანობა
პროფესიული მიღწევების გარდა, თამარ გვარამაძე აქტიურად ჩართულია აკადემიურ საქმიანობაში. მისი გამოცდილება მოიცავს უნივერსიტეტებში სწავლებისა და კვლევის ათწლეულს:
სამართლის დოქტორი, თსუ–ს ადმინისტრაციული სამართლის ასოცირებული პროფესორი – თამარ გვარამაძე უკვე წლებია მართავს ლექციებს ბაკალავრი და მაგისტრი სტუდენტებისთვის, მათ შორის – თსუ, და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში.
6 კვლევის, 2 რეცენზიის, სამეცნიერო სტატიების და ათეულობით მონიტორინგისა და საკონსულტაციო ანგარიშის ავტორი – კვლევის მდიდარი გამოცდილების გათვალისწინებით, თამარ გვარამაძე წლებია უწევს საექსპერტო მხარდაჭერას სხვადასხვა საერთაშორისო და ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა გერმანიის განვითარების სააგენტო (GIZ), გერმანიის კვლევითი საზოგადოება – Deutsche Forschungsgemeinschaft (DFG), ევროპის საბჭო და ასევე – საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (GBA). თამარ გვარამაძის საექსპერტო სფეროები მოიცავს მმართველობის, ადმინისტრაციული სამართალი, საგადასახადო სამართალი და ადამიანის უფლებათა, სამართლებრივ და ევროპული ინტეგრაციის საკითხებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სამართლის აკადემიის უფროსი – 2016-2017 წლებში, თამარ გვარამაძემ შეიმუშავა ეროვნული სასწავლო კონცეფცია უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სისტემის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის. მისი ხელმძღვანელობით/ავტორობით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა სასწავლო მოდულებსა და სასწავლო პროგრამის საერთო რეგულირებაში.