საერთაშორისო ორგანიზაციები

ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტი (IOI)

ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტი დაარსდა 1978 წელს, როგორც დამოუკიდებელი გლობალური ორგანიზაცია, რომლის მიზანია დაეხმაროს ომბუდსმენთა 150-ზე მეტ ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ ინსტიტუტს თანამშრომლობაში. როგორც წესი, ეს ორგანიზაციები განიხილავენ მოქალაქეთა საჩივრებს მათი ქვეყნების საჯარო ადმინისტრაციის შესახებ და იცავენ მოქალაქეებს უფლებების დარღვევებისგან.[1]

ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტს აქვს რეგიონული წარმომადგენლობები აფრიკის, აზიის, ავსტრალია/ახალი ზელანდია/წყნარი ოკეანის, ევროპის, კარიბის ზღვის, ლათინური ამერიკის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. ორგანიზაციას აქვს სამი სამუშაო ენა - ინგლისური, ფრანგული და ესპანური. გენერალური სამდივნო მდებარეობს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და მას მართავს ავსტრიის სახალხო დამცველის საბჭო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება