საერთაშორისო ორგანიზაციები

ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ასოციაცია (AMO)

ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ასოციაციაშეიქმნა 2008 წლის 19 დეკემბერს მარსელში, ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ქსელის მე-2 შეხვედრაზე.

ასოციაცია და მისი წევრები ხელს უწყობენ ხმელთაშუა ზღვის სივრცეში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სოციალური მშვიდობის დაცვას. გარდა ამისა, ასოციაციის მიზანია გააძლიეროს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტების, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის და რაბატის დეკლარაციის პატივისცემა.

ასოციაცია აერთიანებს ინსტიტუტებს, ომბუდსმენებს და მედიატორებს, მათ შორის ხმელთაშუა ზღვის აუზის ადამიანის უფლებათა რამდენიმე ეროვნულ ინსტიტუტს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ იგივე მისიებს, რაც გააჩნია ასოციაციას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება