მოქალაქეთა მისაღები (სამმართველო)

სამმართველოს უფროსი - გიორგი გარსევანიშვილი

სამმართველო წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პირველად სტრუქტურულ ერთეულს. სამმართველო თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით.

სამმართველოს მიზანია :

კოორდინაცია გაუწიოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, დაინტერესებული პირების მიღებასა და კონსულტაციების მაღალი ხარისხით გაცემას.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოქალაქეთა მისაღების (სამმართველო) ძირითადი ამოცანებია:

  • დაინტერესებული პირების აპარატში მიღებისას და ცხელი ხაზის ფარგლებში მაღალი ხარისხით მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა;
  • სახალხო დამცველის აპარატის მანდატის ფარგლებში სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
  • სახალხო დამცველის მანდატის თაობაზე მოქალაქეთა ინფორმირება;

სამმართველოს ფუნქციებია:

  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დაინტერესებული პირების მიღება, ინფორმირება, კონსულტაციების გაწევა და ამ ფუნქციების შესრულებისას მომსახურების მაღალი ხარისხით გაწევა;
  • დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს სახალხო დამცველის კომპეტენციის განმარტება;
  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის გამართული, უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შემთხვევების სიმწვავის შეფასება და რეაგირების დაგეგმვა, ადგილზე გასვლის დროული ორგანიზება;
  • სავარაუდო უფლებადარღვევის ადგილზე, საჭიროებისამებრ მობილური ჯგუფის ვიზიტის განხორციელება, ინფორმაციის სრულყოფილი მოძიება და დაინტერესებული პირებისათვის მაქსიმალური მხარდაჭერის აღმოჩენა უფლებამოსილებისა და მანდატის ფარგლებში;
  • დაინტერესებული პირების დაკავშირება და შემოსული ზარების განაწილება აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში;
  • სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს სამმართველოს საქმიანობის სპეციფიკიდან.

მოქალაქეთა მისაღების ფარგლებში ოცდაოთხსაათიან რეჟიმში, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 14 81. მისი მიზანია სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებების/ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევებზე, განსაკუთრებით, წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე ინფორმაციის მიღებისა და რეაგირების ეფექტური მექანიზმის დანერგვა და მისი ფუნქციონირების ხელშეწყობა.

ცხელი ხაზის ფუნქციონირების სფერო:

  • წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა;
  • სიცოცხლის მოსპობის საფრთხე;
  • ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე;
  • დაკავება, დაპატიმრება ან თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვა;
  • ოჯახური ძალადობა;
  • პროცესუალური უფლებადარღვევები;
  • მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სხვა დარღვევები;
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება