მიმდინარე პროექტები

გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის

პროექტის სახელწოდება: ,,გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის”
დაფინანსების წყარო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
პროექტის სტატუსი: მიმდინარე
პროექტის ხანგრძლივობა:1/07/2016 - 31/12/2020
პროექტის მიზანი: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა და პრევენცია

პროექტის საქმიანობები: პროექტი დატვირთულია მრავალი კომპონენტით, მათ შორის:

  • ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგი;
  • ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2016–2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგი;
  • ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრების მონიტორინგი;
  • სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების გაძლიერება გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით;
  • ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში ტრენინგების განხორციელება ჟურნალისტებისთვის და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქებასთან დაკავშირებით;

პროექტის საკონტაქტო პირები:

ანა ილურიძე, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება