განხორციელებული პროექტები

სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება

პროექტის სახელწოდება:სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება

დაფინანსების წყარო:გაეროს ბავშვთა ფონდი

პროექტის სტატუსი:დასრულებული

პროექტის ხანგრძლივობა:2013 წლის ივლისი - 2014 წლის მარტი

პროექტის მიზანი:
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება მაღალმთიან რეგიონებსა და არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სახელმწიფო სერვისების გამართული მუშაობისა და ახალი სერვისების დანერგვის ხელშეწყობა.

პროექტის საქმიანობები:
პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა განახორციელა არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგი; შეაფასა ბავშვთა დაცვის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისობა, ბავშვზე ზრუნვის ხარისხი, ბავშვთა უფლებების კუთხით არსებული პრობლემური საკითხები: სიცოცხლის, განვითარების, ჯანმრთელობის, განათლების უფლებების დაცვის ხარისხი არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მაღალმთიან რეგიონებში; პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ცენტრმა აქტიურად ითანამშრომლა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთვრობო სექტორთან. სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგი ბავშვის უფლებების შესახებ. დაიბეჭდა ცენტრის საინფორმაციო ბუკლეტები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება