დასავლეთ საქართველოს სამმართველო

დასავლეთ საქართველოს სამმართველო

დასავლეთ საქართველოს სამმართველო წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პირველად სტრუქტურულ ერთეულს. სამმართველო თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით. სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მიზანია უფლებადარღვევის ფაქტების პროაქტიული გამოვლენის უზრუნველყოფა, სახალხო დამცველის მანდატის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობისათვის.

დასავლეთ სამმართველოს ფუნქციებია:

  • ადამიანის უფლებადარღვევის ფაქტების პროაქტიული გამოვლენისთვის საინფორმაციო არხების შექმნა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;
  • ინდივიდუალური და სისტემური უფლებადარღვევების ფაქტების იდენტიფიცირება და დოკუმენტირება;
  • სისტემური უფლებადარღვევების და პრობლემების გადაწყვეტის ადვოკატირება
  • პროაქტიულად გამოვლენის მეთოდოლოგიის განვითარება და არსებული პრაქტიკის განზოგადება
  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა სამმართველოს თანამშრომელების მეშვეობით, მათ შორის რეგიონებში არსებული პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებების, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სხვა ტიპის დაწესებულებებში ვიზიტების, ადგილობრივ თვითმმართველობებში შეხვედრების და ბენეფიციარებთან კომუნიკაციის გზით;
  • ღონისძიებების განხორციელება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობის კუთხით;
  • სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულ ოფისში შემოსული კორესპონდენციის, განცხადების/საჩივრის და საქმესთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის რეგისტრაცია საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში;
  • სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულ ოფისში დაინტერესებული პირების მიღება, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და სახალხო დამცველის მანდატის შესახებ ინფორმირება;
  • შეხვედრების გამართვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან, მათთან გამართულ შეხვედრებზე დასწრება იმ საკითხების გარშემო, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობასთან;
  • სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს სამმართველოს საქმიანობის სპეციფიკიდან.

დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სამოქმედო არეალი ვრცელდება შემდეგ ტერიტორიებზე: ა) იმერეთი, ბ) რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, დ) სამეგრელო, ზემო სვანეთი, ე) გურია. ასევე, ამ სამმართველოს ექვემდებარებიან სხვადასხვა საგრანტო პროექტების ფარგლებში დასავლეთ საქართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დასაქმებული პირები. დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელის ძირითად სამუშაო ადგილია ქუთაისი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება