ბიულეტინი

ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2015 წლის ივნისი

სახალხო დამცველმა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველი ივნისის თვის საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა. ბიულეტენში მთავარ თემად შესულია სახალხო დამცველისა და მისი დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში და იქ გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრები. ნატოს, ევროპარლამენტის, ევროკომისიის სხვადასხვა სტრუქტურებში, ღია საზოგადოება – ბრიუსელის ღია საზოგადოება – ბრიუსელის ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის ოფისებში გამართულ შეხვედრებზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე, კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ საფრთხეებსა და უამრავ სხვა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის მტკივნეულ და მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.

ადამიანის უფლებათა დაცვაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა დადებითად შეაფასეს სახალხო დამცველის აპარატის ძალისხმევას სტიგმისგან, შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის საქმეში. ასევე შეიტყობთ ბელგიაში მცხოვრები ქართველების პრობლემებს.

ბიულეტენში გაეცნობით სახალხო დამცველის პოზიციას ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით; გაეცნობით სახალხო დამცველის შეხვედრების შედეგებს სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან; შეიტყობთ აპარატის ბიუჯეტიდან დაზარალებულთა დასახმარებლად გაღებული თანხის შესახებ.

ივნისში სახალხო დამცველმა 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. ბიულეტენში ასევე, შესულია სპეციალური ანგარიშები კონფლიქტებით დაზარალებულთა და დევნილთა უფლებების შესახებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ, გენდერული თანასწორობის, ქალთა #5 სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების მონიტორინგის შესახებ; პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის ანგარიში და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ყოველკვარტალური ბიულეტენის პირველი ნომერი.

შეგიძლიათ გაეცნოთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაგზავნილ წინადადებებს ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ; ინფორმაციას ღონისძიებების, შეხვედრებისა და რეგიონებში ვიზიტების; ასევე, საერთაშორისო სიახლეებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ; სახალხო დამცველს აპარატის წარმატებულ საქმეებს.

ბიულეტენის ფორმატი ხშირ შემთხვევაში ინფორმაციას შემცირებული სახით იძლევა, მაგრამ უფრო მეტის გაგების სურვილის შემთხვევაში, მკითხველს შეუძლია მიყვეს ბმულებს და არსებული ინფორმაცია სრული სახით ჩვენს ვებ–გვერდზე იხილოს.

იხილეთ ბიულეტენის ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება