ახალი ამბები

ვიზიტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში

2019 წლის 14 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატის სამცხე–ჯავახეთის ოფისის თანამშრომლები სალომე ყულჯანიშვილი და ანდრანიკ ბაღდასარიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ოჯახში ძალადობაზე ესაუბრნენ. გაიმართა დისკუსია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს სოფელ ეშტიის საბავშვო ბაღი და სოფლის ამბულატორია. ესაუბრნენ ბაღის აღმზრდელებს და ამბულატორიის თანამშრომლებს; გაეცნენ არსებულ პრობლემებს.

სახალხო დამცველის მანდატისა და რეგიონული ოფისის საქმიანობის გაცნობის, ასევე მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციების გაწევის მიზნით, სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების თანამშრომლები აგრძელებენ სისტემატურ ვიზიტებს და ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)