ახალი ამბები

ტრენინგი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონზე

2024 წლის 14, 20 და 21 აპრილს, გაიმართა ტრენინგი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონზე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის. ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი ქეთევან კრაწაშვილი.

ტრენინგზე ექსპერტმა მონაწილეებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონი, მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპები და პროცედურები გააცნო.

ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პრაქტიკული მაგალითებისა და შემთხვევების განხილვას. ტრენინგი დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის საგრანტო შეთანხმების USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)