ახალი ამბები

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე - 2023

2023 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან ერთად ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.

თავის მისასალმებელს სიტყვაში სახალხო დამცველმა საქართველოში რელიგიური თავისუფლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა.

სიტყვით გამოვიდა ასევე, დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის USAID-საქართველოს წარმომადგენელი თამარ სირბილაძე.

ტოლერანტობის ცენტრის ანგარიში რელიგიის თავისუფლება საქართველოში – 30 წელი“ ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა წარმოადგინა.

საქართველოში ხსნის არმიის დაარსებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისაუბრა ხსნის არმიის წარმომადგენელმა რეზო ბახტაძემ.

ტრადიციულად, გაიმართა ტოლერანტობის ქომაგების დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს ქომაგის ჯილდო გადაეცა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს დიმიტრიოს კარაბალისს, რელიგიათა საბჭოს ჯილდო გადაეცა საქართველოს უნივერსიტეტის რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ არჩილ მეტრეველს, ხოლო ტოლერანტობის ცენტრმა ჯილდო გადასცა თბილისის მურალ ფესტივალს, რომელმაც 2023 წელს დიდი მუშაობა გასწია ქალაქში ტოლერანტული გარემოს შესაქმნელად.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების ასევე, საელჩოების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მხარდაჭერით ჩატარდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)