შეხვედრები ახალქალაქისა და ნინოწმინდის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან
2019 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ახალქალაქისა და ნინოწმინდის სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში ეთნიკური უმცირესობების გამოწვევებზე, ძირითადი ყურადღება გაამახვილეს ქართული ენის სწავლების საკითხებზე, განიხილეს ე.წ. 4+1 პროგრამის ხარვეზები. პრობლემად დასახელდა ასევე ზოგადი განათლების დაბლი ხარისხი.
გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღება. ენის ბარიერისა თუ ტექნიკური ხარვეზების გამო მოსახლეობა მხოლოდ რუსულ არხებს უყურებს, რადგან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ფარავს საჭიროებებს; რაც მოსახლეობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბალი ჩართულობის გარდა, ფართო ასპარეზს უქმნის რუსულ პროპაგანდას.
საუბარი შეეხო ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემებს, ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებს, ეკომიგრანტებს, კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებებს და სხვა საკითხებს. ასევე გამოიკვეთა პასტორტის აღებისა ორმაგი მოქლაქეობის საკითხები, კერძოდ, იმ მოქლაქეებისატვის ვისაც უკვე აქვს სომხეთის ან რუსეთის მოქალაქეობა მიღებული და საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება, ან ორმაგი მოქალაქეობის მიღება უნდა.
სახალხო დამცველი ახალქალაქში ასევე სომხური სამოციქულო მართლმადდებლური ეკლესიის სასულიერო პირებსა და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ ნიკოლოზს შეხვდა.