ახალი ამბები

სახალხო დამცველის წითელი ჯვრის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

18 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში ენ მონტავონს და ორგანიზაციის სამართლებრივ მრჩეველს ონისიმე ცხომელიძეს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და გადმოსვენების პროცედურებსა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის საკითხზე. ასევე განიხილეს ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ დონეზე განმტკიცებისა და დაზარალებული მოსახლეობის ოჯახური კავშირების შენარჩუნების საკითხები.

მხარეები შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზეც შეთანხმდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)