ახალი ამბები

შეხვედრა „მუნიციპალიტეტების როლი ადგილობრივ დონეზე თანასწორობის მიმართულებით“

2013 წლის 14 ნოემბერს, ზუგდიდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს სამეგრელო ზემო-სვანეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან, თემაზე: „მუნიციპალიტეტების როლი ადგილობრივ დონეზე თანასწორობის მიმართულებით“.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თანასწორობის კვირეულის მნიშვნელობაზე, დისკრიმინაციის პრევენციის მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობასა და პრაქტიკაზე, მათ შორის, მუნიციპალიტეტებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ხაზი გაუსვეს „ადამიანის უფლებათა რეალიზებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლის გაძლიერების 2023-2025“ სტრატეგიის დამტკიცების მნიშვნელობასა და მუნიციპალიტეტების როლს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებმა მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაგეგმვის, მათი განხორციელების მონიტორინგისა და განახლების საკითხებზე ისაუბრეს.

ღონისძიება მიზნად ისახავდა თანასწორობის საკითხების მნიშვნელობის ხაზგასმას, დისკრიმინაციის ფაქტების პრევენციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)