ახალი ამბები

სემინარი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე

2023 წლის 21-22 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის გაიმართა სემინარი თემაზე - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემო. სემინარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტების, კონტრტერორისტული ცენტრის, კონტრდაზვერვისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ევროკავშირის პროექტის, „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით ჩაატარეს.

ორდღიან სემინარზე სახალხო დამცველის აპარატისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი მიმოიხილეს. მათ შორის, ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე, ტერორიზმსა და მასთან ბრძოლაზე, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებსა და სხვა საკითხებზე.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ასევე, მიიღეს ზოგადი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანდატის, მისი ფუნქციონირებისა და განხორციელებული სამუშაოს შესახებ.

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილეები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)