ახალი ამბები

სახალხო დამცველის წერილობითი მოსაზრება უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში

2015 წლის 6 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა, როგორც „A“ სტატუსის მქონე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფის 23-ე სესიისთვის წერილობითი მოსაზრება წარადგინა. წერილობითი მოსაზრება UPR-ის პირველი ციკლის ფარგლებში საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციის საკითხს შეეხება.

წერილობით მოხსენებაში საქართველოს სახალხო დამცველმა ყურადღება პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ შესაძლო უფლება-დარღვევებზე, ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებზე (უფლება სათანადო საცხოვრისზე, შრომისა და ჯანდაცვის უფლებებზე), იძულებით გადაადგილებულ პირთა და რეპატრიანტთა უფლებებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებზე გაამახვილა.

გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში ადამიანის უფლებათა საბჭო საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განიხილავს.

წერილობითი მოსაზრება შეგიძლიათ იხილოთ თანმდევ დოკუმენტში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება