ახალი ამბები

სახალხო დამცველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს შეხვდა

2018 წლის 4 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს შეხვდა. პირველ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სახალხო დამცველის ანგარიშში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ ასახულ რეკომენდაციებზე იმსჯელეს.

სახალხო დამცველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და პრიორიტეტებს გაეცნო. ნინო ლომჯარიამ და ვახტანგ გომელაურმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე; ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე და გიორგი ლილუაშვილი და ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)