ახალი ამბები

სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

მინდა მთელი გულით მივულოცო საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამადანის დასრულება და მუსლიმური სამყაროსთვის ყველაზე წმინდა დღესასწაული "იდ ალ-ფიტრი", ანუ მარხვის დასრულების დღესასწაული. გისურვებთ მშვიდობას, სიხარულს, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას.

ეს წმინდა თვე სრულიად განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია თითოეული მუსლიმისთვის.გადმოცემის თანახმად, ალლაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა შუამავალ მუჰამადს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა. ამ დროს მსოფლიოს ყველა მუსლიმი ლოცულობს მშვიდობის, ბედნიერების და წარმატებისათვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)