ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის დააჯილდოვეს

2015 წლის 11 დეკემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ორგანიზაცია „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით, 2010-2015 წლებში საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, 2015 წლის და ასევე 2010-2015 წლებში გამოვლენილი ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები დაასახელეს.

კვლევის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელი წარმოადგინა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და გამჭირვალე საქმიანობისათვის სპეციალური პრიზიც დაიმსახურა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი წლების განმავლობაში უდიდეს ყურადღებას აქცევდა ინფორმაციის თავისუფლების საკითხებს და მომავალშიც გამოთქვამს მზადყოფნას მაქსიმალური ღიაობისა და აქტივობისთვის.

ღონისძიებაზე საქართველოში 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს. IDFI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ყოველ წელს სახელდება ერთ–ერთ ყველაზე გამჭვირვალე საჯარო ორგანიზაციად.

ილია


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)