ახალი ამბები

სამუშაო შეხვედრა მამხილებელთა უფლებების დაცვაში ომბუდსმენის ინსტიტუტის როლის შესახებ

2023 წლის 21-22 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეებმა თამარ გვარამაძემ და ელენე ღუდუშაურმა მონაწილეობა მიიღეს რაბატში (მაროკოს სამეფო) გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ეხებოდა ომბუდსმენის ინსტიტუტის როლს მამხილებელთა უფლებების დაცვაში.

უკვე წლებია მხილების მარეგულირებელი ნორმების ეფექტური იმპლემენტაცია კანონის უზენაესობის ხელშეწყობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვან მექანიზმად იქცა. ამ მექანიზმის მოქმედება ერთგვარად უზრუნველყოფს საჯარო ინსტიტუტებში დასაქმებული პირის მიერ ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტების დანერგვას. ამავე მხილების მექანიზმის ეფექტურობას დიდ წილად მამხილებელთა უფლებების ეფექტური დაცვა განაპირობებს. საქართველოს კანონმდებლობა მამხილებელთა უფლებების დაცვის და მათი შეტყობინების განმხილველ ერთ-ერთ ორგანოდ სახალხო დამცველის აპარატს განსაზღვრავს. ამდენად, აპარატისთვის ძალიან ღირებული იყო ბელგიის, საფრანგეთის, მალტის, კანადის თუ სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება თუ როგორ ხდება სხვადასხვა სამართლებრივ სივრცეში მამხილებელთა იდენტიფიცირება და მათი უფლებების დაცვის თუ საჩივრების განხილვის უფლებამოსილების შესრულება.

სახალხო დამცველის აპარატი მომავალშიც გეგმავს უცხოური გამოცდილების გაზიარებას და აპარატის საქმიანობის გააქტიურებას მამხილებელთა უფლებების დაცვის კუთხით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)